გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა.
მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება" - განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.
გახარიამ კითხვით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა.
„მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ - 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს - ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან ოცნების დღევანდელო ბოსები - ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
