"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ" – თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
“მინდა, შევახსენო ყველას, როგორ ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.
დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღდეგ, ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
