"კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება"
კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სააკაშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
"არ ვიცი ფინალი, თუ ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს, ის კი არა, უფრო მეტიც კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იმის მიუხედავად, რომ მას როგორც პატიმარს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება ეწევა პენიტენციური სამსახურის მიერ, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფები და ყოველდღიურად ახდენენ მონიტორინგს და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს. საჭირო დროს საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ გლდანის საავადმყოფოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
