"მიშას რომ რამე მოუვიდეს, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე
"მიშა ჩემი ახლობელია და ძალიან მიყვარს, ძალიან ვნერვიულობ, უკვე 28-ე დღეა შიმშილობს და ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა. მას რომ რამე მოუვიდეს, ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში, - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობაზე საუბრისასა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილისთვის გაწირეს.
"ყველაფერს აქვს ზღვარი და წითელი ხაზი, ესენი გადასულები არიან უკვე დიდი ხანია და ისეთი შეგრძნება გვაქვს ყველას, რომ სიკვდილისთვის გადადეს. მე მგონი, გონს უნდა მოეგონ. იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, მიშას რამე მოუვიდეს, თუნდაც, ძილში და მერე უკვე, გვიან იქნება.
მე ვუსურვებ მიშას მხნეობას, რადგან ასე გადაწყვიტა, მაინც უნდა ეცადოს, არჩევნებამდე გაძლოს და მერე უკვე, ყველაფერი გამოჩნდება - სად არის თეთრი და სად არის შავი.
სამოქალაქო ჰოსპიტალში რომ არ გადაჰყავთ მიანიშნებს იმაზე, რომ მისი სიკვდილი უნდათ.
შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველას. მოკლედ გეტყვით - მრცხვენია, რომ ქართველი ვარ", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ "TV პირველის" ეთერში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"