"ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური შეტევისთვის" - სააკაშვილის მიმართვა ქუთაისელებს
"ქუთაისში მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც ოპოზიციის აქციაზე ხატია დეკანოიძემ წაიკითხა:
"ვერანაირი თვითმარქვია მერი ვერ შეძლებს ქუთაისის მართვას. ჩემთვის სამაგალითოა, რაც ქნა იმედამ. სამაგალითოა, რაც გაბედა იზო ჩირგაძემ. ქუთაისის საარჩევნო გუნდი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დაამშვენებდა.
თქვენ იცით, რა გრანდიოზული გეგმები გვქონდა ჩვენ ქუთაისზე. ქუთაისი, როგორც არამხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ უმეტესი სამინისტროების განლაგების ადგილი. ქუთაისი, სვანეთი, წყალტუბო, რომელსაც მე ქართულ მარაკეშად ვუპირებდი ქცევას. ქუთაისი უნდა ყოფილიყო ჰაბი თავისი ყველანაირი განვითარებით.
რაც მთვარია, ქუთაისში უნდა იყვნენ ბედნიერი, მაღალშემოსავლიანი, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კი არ ტოვებენ ამ ქალაქს, არამედ უბრუნდებიან ამ გამორჩეულ ქალაქს.
იქით მხარეს დგას ბოროტება, რომელსაც უნდა რომ ყველაზე ქართულ ქალაქში აღარ დარჩნენ ჩვენი მოქალაქეები. ქუთაისის აეროპორტი მე ამისთვის არ ამიშენებია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური შეტევისთვის. თქვენი მიხეილ სააკაშვილი", – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
