ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.
„მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ფუკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის