საქართველოს პრემიერთან საუბარში ხაზი გავუსვი, რომ სააკაშვილის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად - ვლადიმერ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
