"კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა" - კარლ ჰარცელი
მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ, მათ შორის მის როლზე ზედამხედველობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და დაიცვას მისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების განხორციელება, რომლებიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კეთდება.
„ის, რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება,“- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა.
„რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ჩიხიდან და კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა, რათა, ამ გზით, მოგვარდეს სიტუაცია,“- აღნიშნა ელჩმა.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
