"ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს - გრიგოლ გეგელია

ვწყვეტთ საპარლამენტო ბოიკოტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში პარლამენტში მუშაობას, - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ ანაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სასიკეთო ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის მეტ სტაბილიზებას.

"ყველა სხვა კრიტიკული მიმართულებით, რომლითაც, ბუნებრივია, გრძელდება საერთო ოპოზიციური პროტესტი, ვიქნებით ჩართულები აქტიურად, მშვიდობიან, თუმცა ძალიან მტკიცე, ძალიან ხმამაღალ ბრძოლაში ბოლომდე, რათა დავიხსნათ სახელმწიფო განუკითხაობისგან. ჩავერთვებით ბრძოლაში იმისთვის, რომ არჩევნების იდეა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, მიტაცებული ხმები დავაბრუნოთ, რომ საგარეო კაპიტულაცია დასრულდეს. საქართველოს ბელარუსიზაცია და პუტინიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს და კოვიდგენოციდი უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება დროულად.

მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიხარია, რომ მოშიმშილეებმა შეწყვიტეს შიმშილი, რადგან არავის შიმშილი არ არის კარგი, სასიამოვნო თუ სასიკეთო ვინმესთვის. ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი და იყო ძალიან საშიში პროცესი მოშიმშილეებისთვის. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ეს მოხდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შემდეგი კრიტიკული მიმართულებებით, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის არჩევნები, ჩვენ ასევე მივაღწიოთ ძალიან ხელშესახებ შედეგს, რასაც საზოგადოება მოელის ჩვენგან," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

წაკითხვა 299 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.