"საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გავათავისუფლოთ, სხვა გამოსავალი არ არის"
ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი - მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სუსტად არის და გადაადგილება უჭირს.
„თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
