მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან მივიდნენ. შენობასთან პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები. აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
,,გვსურს, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა მივაწვდინოთ, ჩვენ მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას ვითხოვთ. უნდა დავასრულოთ ის სიძულვილი, რასაც ხელისუფლება თესავს და ეროვნულ შერიგებას მივაღწიოთ. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე გადავიდეს,"- განაცხადა FirstNews.ge-თან ,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
