სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი თემები - პრეზიდენტმა ენმ-ს აქციის საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ ათონელის რეზიდენციასთან აქცია გამართა.
მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 3 საათამდე მისცეს, თუმცა პრეზიდენტი მათ არ შეხვდა და ამავე დროს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პრაქტიკულად განაცხადა, რომ ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობასთან შედარებით გაცილებით სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი თემები - პრეზიდენტმა ენმ-ს აქციის საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
“ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის - იქნება ეს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება, თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.ა ნალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა ამ განცხადებით ოპოზიცია მიანიშნა, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მისთვის მეათეხარისხოვანი პრობლემაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სიტუაცია ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მართლაც იმდენად პრობლემურია, რომ ბაიდენ-პუტინის დიალოგი შედგა. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან პრობლემას ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტს, შემდეგი საქართველო იქნება და ამიტომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და პრეზიდენტმა აქცენტი სწორად გააკეთა. ოღონდ ეს რამდენადაა იმის ალტერნატივაა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ეს სხვა თემაა. პრეზიდენტმა ამ განცხადებით თქვა, რომ უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს, ვიდრე სააკაშვილის გათავისუფლებაა. მის განცხადებას მეტი ახსნა არ აქვს და გულწრფელად რომ გითხრათ, ამ აზრისგან არც მე ვარ შორს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“სააკაშვილის შეწყალებაზე უარი უკვე ნათქვამი აქვს. რამდენჯერმე უკვე თქვა, რომ “არა და არასდროსო”. კიდევ რომ მიადგნენ, ახლა რატომ დათანხმდებოდა? პრეზიდენტს რომც სურვილი ჰქონდეს და ასეთი გადაწყვეტილების მიღებას რომც ფიქრობდეს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ფონზე ლოგიკურია, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რომ მისულიყო დელეგაცია და არა საპროტესტო აქციის მონაწილეები, ეს კიდევ სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ გარეთ მართავ პროტესტს და თან პროტესტის ნიშნად ითხოვ, რომ გაათავისუფლოს, ამ შემთხვევაში ეს ქცევა სწორი არაა. თუ ამას აჟიოტაჟის შექმნისთვის აკეთებენ, მაშინ ქვეყნის შიგნით ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლს. ეს უფრო სასაცილო ხდება, ვიდრე რაღაცის გარანტიების მომტანი, ისევე როგორც სააკაშვილის ბავშვური ჭირვეულობა. ეს ზურაბიშვილის მხრიდან უარის თქმა კი არაა, ამ თემის საერთოდ იგნორირებაა. როცა ამბობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა”, - დაასკვნის ძაბირაძე.
სიახლეები
- “რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა” - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა
- “ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის; მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე” – პაპუაშვილი
- ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე არმისვლის გამო
- “ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს” - დიმიტრი ხუნდაძე
- ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა