"რუსეთმა საქართველოს 20% და ყირიმი მიიტაცა - დათმობა აღარ იქნება!"
მეტი დათმობა არ იქნება, აცხადებს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაპირება.
10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ნატოს, რომ უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო სამომავლო გაწევრიანებას ითვალისწინებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც”, - აცხადებს სამინისტრო.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
