ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ - მამუკა მდინარაძე
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემით სიტუაციის ესკალაცია უნდა.
„პოლიტიკა პრიმიტიულად არ კეთდება. თუ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდა პრიმიტიულ დონეზე დაიყვანოს პოლიტიკა და პოლიტიკის კეთება, ეროვნული ინტერესების გატარება, რომ "ვიღაცას ერთი ფრაზის ჩაწერის შეეშინდა ან არ შეეშინდა", ჩემი აზრით, ამას ქართული საზოგადოება არ გაიზიარებს. ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ის ადამიანები გვედავებიან, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ იმისთვის, რომ იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება დაიძაბოს. აქედან გამოსული პოლიტიკური პარტია კრიტიკას ვერ უნდა ბედავდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც. ოკუპაციას ოკუპაცია ეწოდება და ჩვენ ამას არასდროს მოვრიდებივართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია საჭირო. მოცემული შემთხვევა ეხება კონკრეტულ საკითხს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ეს არის სხვა საკითხი და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური დღის წესრიგი, ყოველდღიური საზრუნავია. ამაზე აქცენტის გადატანა ხდება იმ ხალხის მიერ, რომელსაც ყველანაირად სიტუაციის ესკალაცია უნდა, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია ომის პარტია დავარქვათ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს ომის თავიდან აცილება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. შემდეგ მათი რეზოლუციებიც კარგად გვახსოვს, სადაც საქართველოს და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. 10 წელი მალავდნენ ამ ამბავს და ახლა აქეთ ატრიალებენ თემას. ჩვენი პოლიტიკა გამომდინარეობს ომის არდაშვებიდან და ეროვნული ინტერესებიდან, რაც ყველაზე მთავარია“,- განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი