"ნახევარი ჰექტარი ტერიტორიაა დაახლოებით, სადაც არის სულ რამდენიმე ხე" - კობახიძე ღარიბაშვილის მეუღლისთვის მიწის გადაცემაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის მიწის გადაცემის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე არის რამდენიმე ხე და არ არის ტყე.
მისივე თქმით, მას მიწა არა საკუთრებაში, არამედ იჯარით გადაეცა.
"ტყის მასივად აცხადებენ 6000 კვადრატულ ტერიტორიას, ნახევარი ჰექტარი ტერიტორიაა დაახლოებით, სადაც არის სულ რამდენიმე ხე.
გადაცემულია იჯარით, არა საკუთრებაში, მოვლა - პატრონობის ვალდებულებით და ამის სხვანაირად წარმოჩენა არის არასწორი. არაფრიდან ჩანს, რომ ეს არის სხვანაირად", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ.მ. ტყე იჯარით გადაეცა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
