"ანაკლიაში ჩავედი და გული მეტკინა" - კელი დეგნანი
ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას უწოდებს. მან განცხადება შავის ზღვის გამოწვევების თემაზე გამართულ ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
დეგნანის შეფასებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს რაღაც, რასაც მაგიდაზე დადებს და პარტნიორებს შესთავაზებს, ამისთვის კი ანაკლიის პორტი საუკეთესო საშუალება იქნებოდა:
"რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი, სადაც პორტი მოვინახულე და ეს ადგილი ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის, თუმცა ამის შემდეგ ანაკლიაში ჩავედი და ის ადგილი დავათვალიერე პორტი რომ უნდა ყოფილიყო და გული მეტკინა. წელს იქ ნავსადგური გახსნილი უნდა ყოფილიყო და გემებიც უნდა მოძრაობდეს. ეს ადგილი ბიზნესისთვის უნდა ყოფილიყო გახსნილი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იხსნება რეგიონი და საქართველოს უნდა ჰქონდეს რაღაც, რასაც მაგიდაზე დადებს და პარტნიორებს შესთავაზებს. ფოთისა და ბათუმის პორტებთან ერთად, ანაკლიაც რომ იყოს, საქართველოს მართლაც ბევრი რამ ექნებოდა შესათავაზებელი", - თქვა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
