"სააკაშვილს უკვე ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება"
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ მედიას განუცხადა, სააკაშვილთან მის წინა შეხვედრასა და ახლანდელ შეხვედრას შორის სხვაობა შეინიშნება.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და აუცილებელია, ექიმების შეშვება.
„რადიკალური განსხვავებაა პრეზიდენტის ჯანმრთელობაში ციხეში პირველად რომ შევედი და ახლა. აბსოლუტურად ეტყობა უკვე, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება, ექიმების შეშვებაა საჭირო, მკურნალობა უნდა შეიცვალოს, რაღაც სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა გამოიყოს. რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, ციხეში პირველად შესვლისას რომ ვნახე და დღევანდელს შორის. კიდევ შევალ თებერვლის შუა რიცხვებში და იმედი მაქვს, იქამდე ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა კიდევ არ გართულდეს. უბრალო მოქალაქეა თუ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ციხეში ყოფნისას სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
რაც შეეხება საუბრის თემას, ნებართვა არ მაქვს პრეზიდენტისგან, რომ ყველაფერზე ვისაუბრო, მაგრამ ლომის წილი საუბრის იყო საგარეო პოლიტიკაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, სად არის ახლა საქართველო და რა მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო