"ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ "ქართული ოცნება" ოპოზიციას"
ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან” ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, "გირჩი" ამ საკითხზე დისკუსიაში შესვლას არ აპირებს და 5-პროცენტიანი ბარიერით შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადება.
„ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. ჩვენ მივხვდით, რომ "ქართული ოცნება" ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან“, ზუსტად ისე „ეჭყანება“ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინა პერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"