"შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს"
შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო, ასე რომ, რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ნატო კომპრომისზე არ წავა.
„თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავად საკუთარი გზა აირჩიოს. ჩვენ ყველა მოკავშირეს დავიცავთ. ნატოს პირველი და მეორე კატეგორიის წევრები არასდროს ეყოლება,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
