"მივმართავ საქართველოს ხელმძღვანელობას, მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი კიევში"
სააკაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მოუწოდებს მომხრეებს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ.
„მინდა, გავაკეთო მიმართვა საქართველოს ხელმძღვანელობაზე, რომელსაც არ მეგონა, თუ ოდესმე გავაკეთებდი. თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანლი ტრავმების შედეგად, განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა, სიმპტომები სულ უფრო მძიმდება და ეს არის ის, რაც თავიდანვე თქვა კონსილიუმის ყველა ნევროლოგმა, რომ ასე მოხდებოდა. მე მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევეში. გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება“, – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
მისივე განმარტებით, იღებს ვალდებულებას, საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩაერიოს რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკაში და პირველივე გამოძახებაზე ჩამოვიდეს თბილისში.
„როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას და მე ჩემს სიტყვას არასდროს არ ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვალ და ჩამოვედი. ვიცოდი, რით დამთავრდებოდა. ასევე მინდა გითხრათ, თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელიც მე უსამართლოდ მიმაჩნია, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში და თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი ამ ყველაფრის შედეგად, რაც იქ ხდება. ჩემს ტრანსფერს კიევში თუ თქვენ დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება თქვენ ასევე გაქვთ, იცით, რომ არაერთგზის ყოფილა ეს შემოთავაზება. მათი შემოთავზება იყო ჩემი დაბრუნება მათ ქვეყანაში, მე მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში უნდა შევითავსო მკურნალობა და ეს ყველაფერი მხოლოდ კიევში, არანაირი ევროპაში დასვენებები, ახლა ამის დრო უბრალოდ არ არის.
თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩვენს ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას, ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს მხოლოდ, რომ არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ უკან ჩამომიყვანთ, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება.
მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა არის ძალიან სარისკო, რადგან მათ დივერსიულ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები მათი, ვისი განადგურებაც უნდათ და ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია, ეს ვიცი, როგორც უტყუარი ფაქტი.
მე ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მიუდგნენ ჩემს ამ წინადადებას და თავის მხრივ, მე მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. მე მაქვს თქვენი საღი აზრის და რაციონალობის იმედი. რა თქმა უნდა, ჩემი შიმშილობა გრძელდება, მაგრამ როგორც გითხარით, ამ დღეებში აქტივისტებს მინდა მოვთხოვო, რომ შეიკავონ თავი საპროტესტო მოქმედებებისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო