"კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა" - პრემიერ - მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს.
მისივე თქმით, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია.
„იმის დემონსტრირება თუ გინდათ, მაშინ იყო ჩამოსული... სოლიდარობა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია გამოვხტოთ ისე, როგორც მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა! მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი, ამიტომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
