"მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი"
მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა, ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკრაინაში გაუშვან, რადგან მისი თქმით, იქ მას ელოდებიან.
„მე, რომელსაც მეუბნებოდნენ, ოჯახს მოკიდე ხელი და დაუყოვნებლივ გაფრინდი, არ დავტოვე პრეზიდენტის სასახლე, რადგან ვიცოდი შინდისის გმირები გვყავდა. შინდისის გმირები რით არიან უფრო ნაკლები, ვიდრე კუნძულ ზმეინის გმირები (როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში დიდი მონაწილეობა მივიღე). დღესაც უკრაინას ჰყავს ბევრი ისეთი გმირი, როგორიცაა გიორგი ანწუხელიძე. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა. ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი. ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან დიდ ეპოქაში, როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ისე იშლება ახლა რუსეთის იმპერია. ის, რაც მე ვიწინასწარმეტყველე გაეროში ჩემს გამოსვლაში, სიტყვა-სიტყვით ხდება.
მე კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ხელისუფლებას, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით, იქ მე მელოდებიან და არიან განსაკუთრებით საშიშ პერიოდში. მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემს მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან - გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვისაც. მე ვითხოვ გაშვებას იქ, საიდანაც დიდი ალბათობით შეიძლება ვეღარ დავბრუნდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ასევე, გამოეხმაურა უკრაინის სოლიდარობისთვის გამართულ აქციებს და აღნიშნა, რომ ის ამაყობს ახალგაზრდობით.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება