"ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს"
ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი კატეგორიულად მიუღებელია.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც უკრაინაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეძლება მალე დასრულდეს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
„მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
