"იძულებული ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები"

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იძულებული არიან, პრეზიდენტს კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები.

მისივე თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ იქნება.

 

„დღეს არ არის ამისი დრო. ვცდილობთ, გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ იმისა, რომ ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ამოეფარონ რაღაც მიზეზებს. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციისგან ისმის – რა დროს ეგ არის, ტექნიკური საკითხია, ფორმალური საკითხია. უკრაინაზე ვსაუბრობთ და რა დროს კონსტიტუციაა, ამ დონემდე მისვლა არაფრით შეიძლება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძის განმარტებით, კონსტიტუციის დაცვა ევალება პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველას.

 

„აქედან უნდა გამოვიდეთ და თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ახლა უკრაინის თემებია და რა დროს კონსტიტუციის დაცვაა, არ შეიძლება, კონსტიტუციის საკითხები ფორმალისტურად მივიჩნიოთ. ეს სახელმწიფოს ჩამოშლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი მიზანი არ არის ვინმეს გადაყენება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება.

 

„იმპიჩმენტის საფუძველი გაწერილია კონსტიტუციაში და იმპიჩმენტის საფუძველს გამოიყენებს თუ არა, ეს არის პარლამენტის კომპეტენცია, ვინაიდან მისი დისკრეციაა. ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებამდე მივდივართ, რომ იმპიჩმენტზე არ ვიფიქროთ და დამატებითი უხერხულობები არ შევქმნათ. ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე გადავაყენოთ, იმპიჩმენტი გამოვუცხადოთ, ხმების მოგროვება დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დასრულებული, კარგად გაერკვეს თავის კომპეტენციაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

წაკითხვა 332 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.