ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას - ნიკა მელია
ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ.
ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ის არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობს.
„ხელისუფლებას რომ თავი დაანებოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას და უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა ვიდრე ის, რას გააკეთებს ხელისუფლება იმიტომ, რომ რას გააკეთებს ხელისუფლება, ეს ვიცით. ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვალია. ამიტომ, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ამ ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს გმირებს პატივს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, რამდენადაც ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო მე თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, როდესაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მისი და მათი მხრიდან, ვიდრე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეს ნამდვილად საგანგაშოა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „გავაკეთე კომენტარი“ .
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
