"სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ უშუალოდ პრემიერთან"
სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ უშუალოდ პრემიერთან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხი ამგვარი კომუნიკაციით უფრო მოგვარდება.
„იყო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერდა. ამის გამოგონება არაფერში დასჭირდებოდა მთავრობას, ამის მიზეზი ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არ მესმის, პრეზიდენტის განცხადება. პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაამყაროს, გაარკვიოს, როდის ხდება ელჩების კანდიდატურების გაგზავნა მთავრობის მხრიდან და როდის ხელმოწერა. ალბათ სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ უშუალოდ პრემიერთან. სჯობს, პრეზიდენტის მხრიდან კონუნიკაცია იყოს პრემიერთან და ეს საკითხი ასე უფრო მოგვარდება, ვიდრე საჯარო განცხადებებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება”.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს