"მოსახლეობას საკმარის დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეტანა დასკვნა ვინ არის წინსვლის და ვინ არეულობის და ქვეყნის უკუსვლის მომხრე"
ბათუმსა და რუსთავში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აფასებს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში ელექტრონული სისტემის გამოყენებით, საარჩევნო პროცესი პირველად ტარდება. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრი რამ ცხადი გახდა და ახლა ამომრჩეველი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. საინტერესოა იმ კუთხით, რომ ბათუმში არის სრულად ელექტრონულად არჩევნების ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჰქონდა, ჩვენს მოსახლეობას საკმარის დრო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეეხედათ იმ პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და გამოეტანა დასკვნა ვინ არის, განვითარების, წინსვლის მხარეს და ვინ არის ამ ქვეყანაში არეულობის და ქვეყნის უკუსვლის მომხრე,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
