"ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობა ნიშანია, რომ საქართველო რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანი პარტნიორია ალიანსის ყველა წევრისთვის"
ნატო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ცალსახა ხაზგასმაა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, არის ღირსეული პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ, ეს ასახავს იმ პროგრესს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, ალიანსის მოწვევით მონაწილეობა მიმეღო ნატო-ს მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გავმართე კოლეგა მინისტრებთან და ასევე გაცნობითი შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. საქართველოს მონაწილეობა ამ მინისტერიალში ცალსახა ხაზგასმაა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, არის ღირსეული პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ, ეს ასახავს იმ პროგრესს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მინისტერიალში არის ნიშანი, რომ საქართველო რეგიონულ ჭრილში არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსის ყველა წევრი ქვეყნისთვის. საქართველოს, ტრადიციულად, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ როლის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მინისტერიალში. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების ნაწილში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
