გიორგი გახარია - "რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა"

ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა არის ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი.

ამასთან, გახარიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომ არ ჩავიდეს ბუჩაში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შემდეგ, „ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება“.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქისთვის, უაღრესად რთულია. ყველს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არ არის პრაგმატიზმი, ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩვენგანს ვუთხრა, რომ ჩვენ დღეს უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ადამიანების ხსოვნა, მათი სახელები, რომლებმაც აქ თავი დადეს და სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის. მარტო პრაგმატიზმი არსად არ მიგვიყვანს, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ გვახსოვდეს მათი სახელები.

საქართველოს მთავრობა, თითოეული ქართველი მოქალაქე მორალურად, ყოველთვის, იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა. ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა წერილი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 09 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.