შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ წავიდოდნენ.
სიახლეები
- ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა