„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვოს. ამ ინიციატივით პარტია დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ თავდებობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა. ამის შესახებ მამულაშვილი „რუსთავი 2“- ს ესაუბრა.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს პარტიის წარმომადგენელს აქვს ის განცდა, რომ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ამიტომ თავდებაც ერთ-ერთი საშუალებაა, მე მესმის, რომ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, ამასაც იგნორირებას გაუკეთებს, როგორც ნებისმიერ ინიციატივას,” – აცხადებს მამულაშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდე თვეა პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა სააკაშვილს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ედავება. ექსპრეზიდენტის ოჯახი და მხარდამჭერები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
