''იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, მოვახერხეთ, რომ ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა''

გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, საქართველომ მოახერხა, რომ ხუთ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მონაცემებს. გამოდის, რომ ამ წელს, ხუთ თვეში, გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში. იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, პირველ კვარტალში. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ახლა და რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ“,  – განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 261 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 27 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.