"მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ეშინია უკრაინელების" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და რომ უკრაინის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს, უსაფრთხო ზურგი არსად ექნება.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა იგრძნო, რომ უკრაინელი მზვერავების ოპერაციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი ნებისმიერი სპეცოპერაცია და რუსი ჯარისკაცების საუბრების მოსმენიდან იციან, რომ მათ ეშინიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების.
„თითქმის ოცი კვირაა. მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას ეშინია უკრაინელების და რაღაცის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების საფუძველზე“, - განაცხადა წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი შეფასებით, რუსეთს აღარ გააჩნია სტრატეგიული ძალა და აღარც ის ესმის, რას აკეთებს უკრაინის მიწაზე, თუმცა, იოტისოდენა გამბედაობაც არ აქვს იმისთვის, რომ დამარცხება აღიაროს და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
