"კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება"- იაგო ხვიჩია
ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.
ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში რაღაც უნდა შეიცვალოს.
„ნაცმოძრაობის“ შიდაანატომიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ სხვადასხვა სახის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირებაა. მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ნალაპარაკებს თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით რა დონის რეპუტაცია აქვს.
ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ფიქრი ეზარებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასევე შეთანხმება და საუბარი ეზარებათ, უნდათ ფონს ლანძღვით გავიდნენ, რაც ყოველთვის არ მუშაობს. ახლა ყველაფერმა თავი ამოწურა, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. სამწუხაროდ, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო