"ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და მას არ ჰყავს თანამესაკუთრეები, ვეძებ სახალხო დამცველობის კანდიდატებს"- იაგო ხვიჩია

ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული. ვეძებ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ჩემი თანამოაზრე და იტყვიან, რომ ნამდვილად ეკუთვნის ადამიანს თავისი სხეული და მას არ ჰყავს თანამესაკუთრეები, ისეთი, როგორიც არის: საზოგადოება, სახელმწიფო და ა.შ. ჯერ ასეთი კანდიდატი ვერ ვიპოვე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სახალხო დამვბელობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია და ფავორიტებზე საუბარი რთულია.

 

„ჩემი, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატის კონცეფცია ამ კამპანიის დროს არის ის, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული. ყველა კანდიდატს ვუსვამ ამ შეკითხვას და ვეძებ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ჩემი თანამოაზრე და იტყვიან, რომ კი, ნამდვილად ეკუთვნის ადამიანს თავისი სხეული და მას არ ჰყავს თანამესაკუთრეები, ისეთი, როგორიც არის: საზოგადოება, სახელმწიფო და ა.შ. ჯერჯერობით ასეთი კანდიდატი ვერ ვიპოვე, მაგრამ წინ არის კიდევ რამდენიმე გასაუბრება და ვნახოთ.

 

ზოგადად, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია. შესაბამისად, რთულია, თქვა, აქ ვინ არის კონკურენტი, ვინ შეიძლება, იყოს ფავორიტი და ა.შ. ეს არის „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი. ცხადია, მარტო ვერ წყვეტს, სხვა მცირე ოპოზიციის დახმარებასთან ერთად. ვცდილობ, დავანახო ჩემი ხედვა, რომელიც განსხვავდება სხვა კანდიდატებისგან. მხოლოდ ის განსხვავებაც, რაც აღვნიშნე, პრაქტიკაში იწვევს უამრავ სხვაობას. ერთია, ადამიანი სახალხო დამცველად, რომელსაც ესმის, რომ ადამიანი პირველ რიგში თუ რამის მესაკუთრეა, საკუთარი სხეულის მესაკუთრეა და სხვა რამეა კანდიდატები, რომლებიც არ უყურებენ კანდიდატებს, როგორც საკუთარ თავზე პასუხისმგებელ პირს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 242 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.