სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას "გავრილოვის ღამით" დაშავებულთათვის 150 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.
გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა მომჩივანთა უმრავლესობისთვის თანხის გადახდა.
გადაწყვეტილების თანახმად, პირველი, მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე მომჩივანი აცხადებდნენ, რომ მათ მხედველობა, ფაქტობრივად, დაკარგეს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად. ზიანის დაანგარიშების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა 15 ათასი ევროს გადახდა
- დავით ქურდოვანიძის,
- მაკო გომურის,
- გიორგი სულაშვილის,
- ლექსო ჩანქსელიანის მიმართ.
საქართველოს მთავრობას დაეკისრა 5 000 ევროს გადახდა
- მერაბ ცაავას,
- ბესლან კმუზოვის,
- ზაზა სვანაძის,
- თამარ ბაღაშვილის,
- გვანცა ნემსაძის,
- ანა ვახტანგაძის,
- ნინო ხოზრევანიძის,
- თორნიკე კოშკაძის,
- გურამ მურადოვის,
- გიორგი ჭუმბურიძის,
- ეკატერინე აბაშიძის,
- გიორგი დიასამიძის,
- დავით შეყილაძის,
- დიმიტრი ფოჩხიძის,
- ირაკლი გიორგაძის,
- ნიკოლოზ შარვაშიძის,
- თეიმურაზ დიდბერაშვილის,
- ვახტანგ ბერიკაშვილის მიმართ.
მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეული წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით.
2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.
ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.
გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი გიორგი გახარია. გახარიამ 2021 წელს დატოვა "ქართული ოცნება".
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"