"ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!" - გიორგი ვაშაძე
ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ, საბოლოო წერტილი დაუსვა ყველა მანიპულაციას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
„რუსული კანონი“ გასაუქმებელია, გასაწვევია პარლამენტიდან, პირდაპირ ამაზე საუბრობს ვენეციის კომისია, შესაბამისად „რუსული კანონით“ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ვერ გააგრძელებს. „რუსული კანონი“ საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და, სამწუხაროდ, ვერ შევალთ ევროკავშირში და არ გვექნება არანაირი პროგრესი. მთელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი, რაზეც აპელირებდა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, სწორედ ამიტომ ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ.
დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ არჩევანი კონკრეტულია - ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ „ქართული ოცნება“ თავის თავს რუსეთის მხარეს დააყენებს. ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ საქართველო შეაჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე გამოსავალს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში ხედავს და მიაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს.
„ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან ახლოსაა ის დიდი სიკეთეები, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, ასე მკაფიო ეს არ ყოფილა არასდროს. ამიტომ სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთიანობა, ახლა საქართველოს გადარჩენისა და ქვეყნის ამ კლანჭებიდან დახსნის დროა, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ - მთავარი სანქციები გემუქრებათ ქართველი ხალხისგან!
დასკვნა ცალსახაა, ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!
ჩვენ მივალთ სესიაზე ვეტოს დაძლევის მომენტში და ჩვენ ჩვენსა და ქართველი ხალხის პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"