"ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ" - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება, რა განცხადებები გაკეთდება დასავლეთში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე და შემდეგ იმავეს გაიმეორებენ.

 

„ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ, არ სცემენ პატივს და არ არიან დამოკიდებული თავიანთ ამომრჩეველზე. უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, რა სიგნალიც მიუვათ, ზუსტად ასე მოიქცევიან. არ უნდა ვუყუროთ ოპოზიციას, უნდა დავაკვირდეთ, რა განცხადებები იქნება გარედან, აი, როგორიც იქნება ტონალობა და მიმართულება, ზუსტად იმისი ასლი და კოპირება მოხდება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 199 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.