"ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი, გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში"
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია, ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს, შეიძლება, გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
