"მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! თქვენ მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის!"
მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, „შედეგებიც ხომ მნიშვნელოვანია, 24 საათში რომ დასრულდება ომი, შედეგებზეც ხომ უნდა იფიქროთ თქვენც მათ შორის?“
ამასთან, ზარქუამ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოზე არავის უფიქრია.
ზარქუამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომი მალე დასრულდება, "საქართველოს მიმართ კი მეორე ფრონტის გახსნის წნეხი მოიხსნება".
ზარქუა დარწმუნებულია, რომ "უახლოეს პერიოდში მსოფლიო პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება".
"ჩვენ ვამბობთ, რომ 2030 წელს, თუ ევროკავშირის გაფართოება მოხდება, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც ევროკავშირის გაფართოება შეეხება.
უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაფერხონ. ყველაფერს აკეთებენ, რათა შეეკრან აგენტურას, გლობალური ომის პარტიას, რათა ქვეყანა დაძაბონ. თუ აქ ტყვიას გაისვრი, სისხლი დაიღვრება, იმათ მიეცემათ საბაბი თქვან, რომ ქვეყანაში ომია და ევროკავშირში ვერ მიიღებენ. აი, ეს არის ამოცანა და მცდელობა! ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რათა აქ ქაოსი იყოს!
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
