"95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე"
მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ნიშნავს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან.
"95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე. მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, რაც არათუ ახალი ინვესტიციის მოზიდვას უშლის ხელს, არამედ უკვე არსებულის გასვლას გამოიწვევს, ეს კი შეამცირებს სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ნიშნავს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან", - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს