,,თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! "- ალეკო ელისაშვილი
„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ ვეტყვით ყველაფერ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში. დავუდებთ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისზე მეტია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება. თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან ამ გამოძიებას?! მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, უცხოელებმა, პატიოსანმა სანდო ხალხმა გამოიძიოს, რა მოხდა არჩევნებზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. "ქართულმა ოცნებამ" კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
სიახლეები
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
