,,პრეზიდენტის შეწყალებას აზრი არ ექნება, რადგან მისი გამოშვება ვერ მოხდება"- კახა კალაძე
სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა მიმდინარეობს და პრეზიდენტის შეწყალებას აზრი არ ექნება, რადგან მისი გამოშვება ვერ მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ზურაბიშვილიც იგივე ნარატივში ზის, ისიც თავის თავს არ ეკუთვნის, ისიც ჩვეულებრივად იმართება გარედან. დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტი შეიკრიბება, ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე. რა თქმა უნდა დაამტკიცებს მთავრობას, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, ახალი მინისტრები და გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ უამრავი დაპირება გვაქვს გაცემული, რასაც სჭირდება შესრულება. უამრავი სამუშაოა, უამრავი გამოწვევებია, უამრავი პრობლემებია და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეს არც მოსახლეობა ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. რეგიონში ომი მიმდინარეობს, რაც ძალიან მძიმეა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. შეიძლება აქ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა ქვეყანაში და „ის გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოს ცაზეო“ , ყველაფერ ამის მიუხედავად ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს