,, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით - მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს"- ზურაბ ჯაფარიძე

თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ეს არის ის, რაც არ გვინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. ეს ქცევაც რუსეთია! - ამის შესახებ  „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„მე საერთოდ არ მესმის ძალა რატომ გამოიყენეს და შეუძლებელია ვინმემ ახსნას. ჩვენ ეს პროტესტი გვქონდა ორი დღე-ღამის განმავლობაში. ორი დღე-ღამის განმავლობაში არ გვინახავს არცერთი, ან წერილობითი, ან ზეპირი განცხადება შსს-ის მხრიდან, რომ ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომელიმე კანონის რომელიმე ნორმას ვარღვევდით. შესაბამისად, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. ზუსტად იმავეს ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით მანამდე! მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ზღვა რობოკოპი ჰყავდათ, ოღონდ საქმეში არ ჩაურთავთ. გარდა ამისა იყვნენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ახლაც აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანია, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული. სასწრაფოს ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა, სავარაუდოდ, მძიმე იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ცუდად იყო. 15 წუთი სასწრაფოს არ ატარებდნენ ეს ადამიანი, რომ გაეყვანათ აქედან. ეს არის ის, რაც არ გინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. რუსეთი არ არის დე-ფაქტო იურისდიქციაში ქვეყნის შეყვანა, არც მხოლოდ „რუსული კანონია“ რუსეთი, არც მარტო არჩევნების მოპარვაა რუსეთი, ეს ქცევაც რუსეთია. ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

წაკითხვა 86 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.