,,ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე"- შალვა პაპუაშვილი
,,გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ეროვნული დღე.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების მონაწილეობა, არ მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვფიქრობ, სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზირება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ზოგადი მიდგომა ჰქონდეს პარლამენტს. ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
