"მარტო პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება, ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა არ არის საკმარისი"
მარტო პარლამენტის წინ დგომა, ცხელი სასმელის დარიგება, ლობიანების დაჭრა და ხალხისთვის გადაცემა, რასაც აკეთებს ჩვენი კოალიცია, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გააკეთოს შესაძლებლობების მაქსიმუმი.
„ყველაში ვგულისხმობ ყველას და არა მარტო პოლიტიკოსებს. მნიშვნელოვანია, რომ გავიდეთ მთავარ ხაზზე, ეს არის არაღიარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ამ მიმართულებით ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწორად, ქვეყნის შიგნით როგორ მიმდინარეობს, ჩემი კოალიციის მხრიდან ეს ძალიან კარგად ვიცი და ვხედავ. იმედი მაქვს, ყველა მხრიდან ასე იქნება“, – განაცხადა გვარამიამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
