"ქუჩების გადაკეტვა, ჩამოქცევა დააანონსეს და ბოლოს რაზე დავიდნენ? ლობიანები არ ეყო ყველას"- ზარქუა – ოპოზიციაზე
“ამათი რევოლუცია არ გაიშვა. შეუძლებელია, ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში თქვა, არჩევნები გააყალბესო, თან 300 ათასი ხმითო”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის საკუთარ მხარდამჭერებსაც არ სჯერა.
„სიგიჟეებს იძახდნენ, რაც თავიან მხარდამჭერებსაც არ სჯეროდათ. ამის დემონსტრირება იყო ის, როცა ბოლოს 18 ადამიანი მიჰყვებოდათ. რა რევოლუცია? ამ უსამშობლოების მიზანია, ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ და დაძაბონ. მათი იდეა იყო ქვეყნის ჩამოქცევა და არშემდგარი ლიდერი, მადამ მავნებელი ხელმძღვანელობდა. საელჩოებში დარბიან, რომ რამენაირად პარლამენტში შემოსვლა „გაიპრავონ“. ქუჩების გადაკეტვა, ჩამოქცევა დააანონსეს და ბოლოს რაზე დავიდნენ? ლობიანები არ ეყო ყველას, ადგილზე ხელშეწყობა არ იყო, არც პუფებიო. ეს სიგიჟეა. შალვა ნათელაშვილი გვარამიას კარგად ეძახის და ამ კაცს რომ გაჰყვები ამ ბრძოლაში ან პუფს, უპრინციპო ნიკა მელიას, დანარჩენ უსამშობლოებს და თაღლითებს, რა გეგონათ, როგორ დამთავრდებოდა პროცესები? მათი პატრონებისგან დიდი დაფინანსება იყო და რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ახლა დგანან და პატრონებს წერენ, ხალხი არ გამოვიდაო. თავის უთავბოლოობას ახალგაზრდებს აბრალებენ“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
