" როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი"- ხათუნა ლაგაზიძე -ოპოზიციაზე
არ გაბედოთ და ხალხს არ უსაყვედუროთ ქუჩაში რატომ არ გამოვიდაო. იცით რატომ არ გამოვიდა? საკუთარი ამომრჩევლის გონიერებაში და ნიჭიერებაში რომ ეპარებათ ეჭვი იმიტომ, – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „დღის ამბებში“ განაცხადა და ოთხ ოპოზიციურ პარტიას მიმართავს.
ხათუნა ლაგაზიძე ამ ოთხი პარტიის ერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, საინტერესოა კოალიციური მთავრობის ფორმირებას რის და ვის ხარჯზე აპირებდნენ.
„ამ დროს, ელემენტარული თვლა მაინც იცის ამ ამომრჩეველმა და ძალიან კარგად თვლის იმას, რომ ოთხივე პარტიის შეთანხმებული მოქმედების გარეშე, მათი ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა. და დღეს, როცა ეს პარტიები ერთი კადრი მაჩვენეთ ერთად დგომის, როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი, ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი. სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა იმიტომ, რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
სიახლეები
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- გონიოში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ისრაელის მიერ თეირანში საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია” - უცხოური მედია
- საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა
- იმერეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს