"ვერ ეგუებიან, რომ საქართველო გახდა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა"- მდინარაძე – ოპოზიციაზე
„ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს, იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ვერ ეგუება, რომ საქართველო მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
„რას ვერ ეგუებიან, ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გაზაფხულის აქციების შემდეგ, როცა ისინი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ, თქვა, რომ დიახ, გამჭვირვალობა არის ქართული საქმე. ამ კანონზე ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს თავისი არჩევანით მხარი დაუჭირა იმას, რომ დიახ მას სურს იცოდეს ვინ აფინანსებს კონკრეტულ ენჯეო სექტორს, მედიასაშუალებებს ქვეყნის გარეთ.
და ვერ ეგუებიან კიდევ ერთ მთავარ ამბავს, რომ საქართველო გახდა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობის ხარისხით, ჩაურევლობის გარანტიებით და ეროვნული ინტერესების გატარებით თქვა, რომ დიახ, ჩვენ ამ ეროვნულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ პოლიტიკას გავატარებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
