“ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ”- დმიტრო კულება
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება ეხმაურება და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.
“სამწუხაროდ, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა სახის. საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს 2013 წლის უკრაინას. ივანიშვილი, როგორც იანუკოვიჩი მაშინ, მიჰყვება იგივე სქემას.
ზუსტად 11 წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში დაიწყო ღირსების რევოლუცია უკრაინაში. მაშინ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც საერთო ეროვნული პროტესტი გამოიწვია. უკრაინელებმა უარი თქვეს თავისუფლების დათმობაზე და მათმა ბრძოლამ ისტორიის მსვლელობა შეცვალა.
საქართველოს შაბლონი ცნობილია: ჯერ თავისუფლებას წაართმევენ, მერე დაიწყებენ ცემას, მერე კეთილდღეობაც ქრება, საბოლოოდ კი რუსეთი გადაგყლაპავთ.
მათ ვინც თბილისის ქუჩებში დგანან: თქვენი დღევანდელი ბრძოლა – ეს არ არის მხოლოდ პროევროპული ან პრორუსული პოზიცია; ეს არის ბრძოლა თავისუფალი ცხოვრების ფუნდამენტური უფლებისთვის. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – ნუ მისცემთ უფლებას, მოგპარონ თქვენი მომავალი”, – წერს კულება X-ზე.
სიახლეები
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს
- უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
- პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა